|
2026-09-15 16:23:50, 243 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი- ხელისუფლება იცავს ყველაფერს, რაც ქართულ გენეტიკაშია კოდირებული
„ჩვენს გენებში ჩადებული ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, ჩვენი მთავრობის მიერ არის დაცული: ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი რწმენა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას და ჩვენს რწმენას“, - განაცხადა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტარის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი სუვერენული და დამოუკიდებელი. „უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო უფასო უმაღლესი განათლების შემოღება, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა. ასევე, ჩვენს მიერ ახლა გადადგმულ ნაბიჯებს შორისაა ქონების გადასახადის გაუქმება. 40 000 ლარის ზღვარი იხსნება და დაახლოებით 80 000 ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება საგადასახადო ტვირთისგან. გარდა ამისა, საპენსიო შენატანების ამნისტია - ცვლილებები მალე ამოქმედდება, რაც ამ საგადასახადო ტვირთს ბევრ კომპანიას შეუმსუბუქებს. ეს ზუსტად ის ნაბიჯებია, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შემდეგ ხდება. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ მთავარ საკითხს: ჩვენ აღვადგენთ საქართველოს ისტორიულ როლს სატრანსპორტო კავშირის თვალსაზრისით. ჩვენი მზარდი ეკონომიკის მეშვეობით ჩვენ ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდება? ეს ყველაფერი ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის კეთდება“. მაჭავარიანის თქმით, საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს „შუა დერეფანში კავშირის უზრუნველყოფის კუთხით“. მან აღნიშნა, რომ ქართველები არიან „ერი, რომელსაც 30 საუკუნის განუწყვეტელი გენეტიკური კოდი აქვს“. „და მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სწორად ესმის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“-ს პარტიაა“, - დაასკვნა პარლამენტის წევრმა.
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)