|
2015-04-30 16:10:32, 543 ნახვა
საზოგადოება
ანჩის სახარება საარქივო პორტალის ევროპული ქსელის პირველი ქართული „პოპულარული დოკუმენტი“ გახდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ანჩის სახარება (XII-XIII საუკუნეები) პირველი ქართული დოკუმენტია, რომელიც საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) განსაკუთრებულად ღირებული და ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების სექციაში - „პოპულარული დოკუმენტი“, - განთავსდა. ევროპული პორტალის ვებგვერდზე ანჩის სახარებას ცალკე გვერდი დაეთმო, სადაც წარმოდგენილია როგორც დოკუმენტის ვიზუალური მასალა, ასევე მოკლე აღწერილობა (იხილეთ ბმული http://www.archivesportaleurope.net/featured-document/-/fed/pk/82726). აღსანიშნავია, რომ ხელნაწერს აქვს ტვიფრული, ტყავგადაკრული, ვერცხლის ფირფიტებითა და შუაში განთავსებული მოზრდილი მწვანე თვლით შემკული შავი ყდა; გადაწერილია XII საუკუნეში შავი მელნით; საზედაო ასოები და თავსამკაულები - სინგურით. ახლავს მათე მახარებლის მინიატურა. მოჭედილია დაახლოებით 1204-1207 წლებში ბექა ოპიზრის მიერ. თუმცა მის ნამუშევარს ჩვენამდე არ მოუღწევია და ამჟამად ხელნაწერს გვიან შუა საუკუნეებში მოჭედილი ყდა აქვს. ოთხთავის ბოლოს დართულ ვრცელ ანდერძში მოხსენიებული არიან: თამარ მეფე, დავით სოსლანი და ლაშა-გიორგი, ასევე, ანჩელი ეპისკოპოსები. საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) მისიაა ევროპულ არქივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მათი მასალების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, APEx-ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც საქართველო გასულ წელს შეუერთდა, „პოპულარული დოკუმენტის“ სექციაში პერმანენტულად ათავსებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ცალკეულ დოკუმენტებსა თუ მთლიან კოლექციებს. აღნიშნული მასალა ვებგვერდის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ გაეცნოს და საფუძვლიანად შეისწავლოს ევროპული კულტურის საგანძური. ამჟამად, პორტალზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: ისლანდიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლიტვის, უნგრეთის, ესპანეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის 18 პოპულარული დოკუმენტია წარმოდგენილი. საარქივო პორტალის ევროპული ქსელის ვებგვერდის საშუალებით, საქართველოს ეროვნული არქივი მომავალშიც გააგრძელებს მის ფონდებში დაცული უნიკალური მასალის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
მაჭავარიანი- ხელისუფლება იცავს ყველაფერს, რაც ქართულ გენეტიკაშია კოდირებული
რეზო გიგინეიშვილმა მხარი დაუჭირა სინდისის პატიმარ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)