|
2017-10-04 10:22:45, 2078 ნახვა
პოლიტიკა
ბეგლარ სიორიძე ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე. „ჩვენს გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და ვიცით ღირსების ფასი. “ქართულმა ოცნებამ“ წინა საარჩევნო კამპანია ღირსეულად დაიწყო და ასევე ღირსეულად დავამთავრებთ ამ კამპანიას. დაპირებების გაცემა, რომლებსაც უხვად არიგებენ ოპონენტები, მარტივია, თუმცა შესრულება რთული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ. მე თქვენთვის მომინდია არჩევანის გაკეთება. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს“. - განაცხადა ბეგლად სიორიძემ. შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში წარმოდგენილ კანდიდატებს გამარჯვების შემდეგ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ. „ჩემთვის ძალიან მშობლიურია ეს მხარე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მე მჯერა რომ წარმოდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ და მათ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ. ჩვენ თქვენთან ყოველდღიური ურთიერთობა გვინდა და ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ყველას მმართველი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. ჯერ კიდევ რჩება ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ. შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საკრებულოს სიის პირველი ათეული.
(NS)
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)