|
2026-09-30 12:33:47, 752 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
ევროკავშირის პრესმდივანმა კრისტიან ვიგანდმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი კვლავაც მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას. ბრიუსელში დაფუძნებული პორტალი Reporter (ყოფილი Euractiv) იუწყება, რომ საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას ითხოვს, თუმცა ევროკავშირი მის კანდიდატურას ეწინააღმდეგება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისს თავმჯდომარეობა აინტერესებს და მზადაა ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს. თუმცა, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგება. პორტალი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პრესმდივანმა კრისტიან ვიგანდმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი კვლავაც მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას და ალტერნატივებს არ განიხილავს. ეუთო 2027 წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ჩიხში რჩება. კვიპროსი ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია, თუმცა თურქეთი მის ნომინაციას ბლოკავს. ეს საქართველოს ალტერნატივად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. გამოცემის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები განსაკუთრებით მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს კანდიდატურის მიმართ. ეუთოს მინისტერიალის შემდეგი სხდომა 3-4 დეკემბერს ლუგანოში გაიმართება.
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)