03:13 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 18:07:36, 2300 ნახვა

კომენტარი
კალაშნიკოვი: ბორჯომის სტიქიის დროს დახმარებაზე უარი თქვეს, თუმცა „ბორჯომის“ ექსპორტზე უარი არ უთქვამთ

დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვისთვის გაუგებარია, რატომ თქვა ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი, რომელიც ბორჯომში ცეცხლის ქრობის საკითხს ეხებოდა.

როგორც კალაშნიკოვმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთის და საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ.

"რატომღაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დახმარებაზე უარი ეთქვა. თუმცა, მათ რუსეთში ბორჯომის ექსპორტზე უარი არ უთქვამთ. ნუთუ საკუთარი ტყე არ შეეცოდათ? ვთვლი, რომ რუსეთის და საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა დიალოგის, სპეციალური არხის ან პროტოკოლის ფორმატში მაინც უნდა ითანამშრომლონ", - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მასშტაბების გამო, მისი ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით იმართა. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში აზერბაიჯანული, სომხური, თურქული ვერტმფრენები იყვნენ ჩართული. ამასთან, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართვის სურვილი რუსეთმაც გამოთქვა, თუმცა ხელისუფლებამ მას უარი უთხრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics