|
2017-10-02 17:13:49, 2118 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - პორტუგალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ - საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. ასევე ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსული ანექსიის შედეგად აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის. შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტში გამოხატული მხარდაჭერისათვის. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პორტუგალიას საპარლამენტო საქმიანობისა და მის პარლამენტს სახელმწიფო შტოებს შორის გამართული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)