06:12 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 13:05:47, 2405 ნახვა

მსოფლიო
ლას-ვეგასში, სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 200 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ასობით გასროლის ხმა ესმოდათ.

ექიმების ცნობით, 14 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა სროლის მიზეზი. მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული დაწესებულებები დაკეტილია. ადგილობრივმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics