|
2017-09-27 21:34:27, 2498 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 სექტემბრის ანონსი
09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის რეგიონული კონფერენციის „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. 10:00-დან 14:00 საათამდე, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს. 10:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, მილიონი ევროს ღირებულების „თვინინგის“ პროექტის „სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში“ დახურვის ცერემონია გაიმართება. 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ თანამშრომლობის ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" გახსნის. 10:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" სამუშაო შეხვედრა თემაზე: „უსაფრთხოების საკითხები ქალაქგეგმარებაში" 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციას „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ გახსნის. 11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ესტონეთის სამედიცინო კლასტერის წარმომადგენლები, ესტონეთსა და საქართველოში ფსიქიატრიული სამსახურის ორგანიზაციის აქტუალურ საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას განხილავენ. 11:00 საათზე, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობები თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან. ამ თემაზე, შეხვედრის ორგანიზატორები, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავნ. 11:00 საათზე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინთან. 11:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან. 11:40 საათზე, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინთან. 12:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია გაიმართება. 12:20 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინთან. 13:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ კვლევას - „კორუფციის რისკები და მართვის პრაქტიკა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში“ წარადგენს. 14:00 საათზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია - ”ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“. მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, სადისერტაციო დარბაზი 16:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ გაიმართება მედიის განვითარების ფონდის (MDF) და დოიჩე ველე აკადემიას პროექტის ფარგლებში მომზადებული „მედია წიგნიერების გზამკვლევის“ პრეზენტაციასა და „მითების დეტექტორის ლაბორატორიის“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. 16:00 საათზე, NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, რამაზ ბლუაშვილის ფილმის ჩვენება და ერისიონის კონცერტი, რომელსაც დაესწრება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში. 19:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს. 19:00 საათზე, „ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში პროგრამა Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება "ვოიაჯერისა" და "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)