03:28 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 13:42:56, 2735 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ 2 ადამიანი დააკავეს

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ 2 ადამიანი დააკავეს, -  ამის შესახებ BBC სკოტლანდ-იარდზე დაყრდნობით იუწყება. 

"დღეს დილით, უელსში, კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები არიან 48 წლის და 30 წლის მამაკაცი. გამოძიება გრძელდება", - განაცხადეს პოლიციაში. 

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ლონდონის პოლიციამ კიდევ ერთი, 25 წლის ეჭვმიტანილი დააკავა

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ვაგონში, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 29 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საერთო ჯამში დაკავებულია 5 ადამიანი. ლონდონის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით პირველი ეჭვმიტანილი, 18 წლის ახალგაზრდა კაცი 16 სექტემბერს დილით დააკავეს,  მეორე პირი კი იმავე დღეს, საღამოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics