21:04 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 19:08:32, 2307 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერა (ვიდეო)

უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის მახლობლად სამართალდამცველებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, - ამის შესახებ ტელეარხი ТСН იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილის ”ჯიპი” ორი ავტომობილის თანხლებით ქალაქგარეთ მდებარე კომპლექსიდან გამოვიდა და ქალაქის მიმართულებით წავიდა. მაგისტრალზე ავტომობილები 150 კილომეტრი საათში სიჩქარით მიდიოდნენ. პატრულმა კორტეჟი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და გასწრების წესების დარღვევის გამო გააჩერა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერეს. 

ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე >>> https://1plus1.ua/1plus1video/tsn/utro/tsn-za-20170914-kortezh-saakashvili-zupinili-za-peregin-sucilnoyi-smugi-ta-obgin-u-nedozvolenomu-misci?utm_source=all&utm_medium=player&utm_campaign=media





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics