|
2015-04-28 14:47:20, 632 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს. „ქართველ მოჭადრაკე ქალთა ახალმა თაობამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ჭადრაკისა და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს, მთელ საქართველოს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ მსოფლიოში უძლიერესნი ხართ და ჩვენ ქვეყანას დაუბრუნეთ ის ღირსეული ადგილი, რაც ქართველ მოჭადრაკე ქალებს ათწლეულების განმავლობაში ეკავათ. თქვენ ნიჭთან და თავდადებასთან, დიდ და სახელოვან ტრადიციასთან ერთად, ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის - უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელების ხანგრძლივი, დაუღალავი შრომა. ყველას გულითადად გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ამ წარმატებას მე დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას ვანიჭებ. მჯერა, რომ თქვენი მაგალითი ახალ სტიმულს მისცემს ქართველ ქალთა მეტ აქტიურობას და ჩართულობას არა მხოლოდ სპორტში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ახალ წარმატებათა მოლოდინით, თქვენი ერთგული გულშემატკივარი“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)