23:45 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 06:13:52, 2480 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ტრამპი ჩემი პატარძალი არ არის, ამიტომ იმედგაცრუებული ვერ ვიქნები

დონალდ ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი პატარძალი ან სასიძო, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტს, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილია ის დონალდ ტრამპთან ურთიერთობებით.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ კითხვას "მიამიტური" უწოდა.

"თქვენი კითხვა მიამიტურად ჟღერს, რადგან დონალდ ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მე ვარ მისი პატარძალი ან სასიძო. ჩვენ, მეც და ტრამპიც სახელმწიფოებრივი საქმეებით ვათ დაკავებულები. ორივე ვხელმძღვანელობთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე", - დასძინა პუტინმა.

მან ასევე, არაკორექტულად მიიჩნია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხის განხილვა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში.

მანამდე პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა 455-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, ამერიკას რუსეთს საელჩოების და საკონსულოების დახურვისკენ მოუწოდა. წინა კვირას ამერიკის მასშტაბით 3 საკონსულო დაიხურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics