14:08 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 13:01:17, 3043 ნახვა

პოლიტიკა
გიგაური: თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კანდიდატი მასთან უნდა შეთანხმდეს, საზოგადოების ინტერესებით არ ხელმძღვანელობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კანდიდატი მასთან უნდა იყოს შეთანხმებული, იგი საზოგადოების ინტერესებით არ ხელმძღვანელობს.

გიგაურის განმარტებით, ადამიანი, რომელიც კანდიდატად იქნება წარმოდგენილი, რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებს არ უნდა ატარებდეს.

„მე ვფიქრობ, რომ თუ კი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მასთან უნდა იყოს შეთანხმებული კანდიდატი, არ ხელმძღვანელობს საზოგადოების ინტერესებით. ადამიანი, რომელიც იქნება წარმოდგენილი კანდიდატად, იგი რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებს არ უნდა ატარებდეს. იგი უნდა ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს და ზუსტად ეს იქნება შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას, რომლის მიმართაც საზოგადოებას მაღალი ნდობა ექნება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

აღნიშნული განცხადებით გიგაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მათთან უნდა იყოს შეთანხმებული.

რაც შეეხება არასამთავრობოების მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას, გიგაურის განცხადებით, კოალიცია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ დღეს არ წარადგენს კანდიდატურას, რადგან მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში უნდა შეთანხმდნენ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა.

პრეზიდენტთან შეხვედრას 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხები კახა კოჟორიძე და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ივანიშვილის მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის
სოჭში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ S-400 სარაკეტო სისტემას შეუტია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics