14:22 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 13:42:47, 396 ნახვა

სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ საქმეზე, რომელზეც 10 წელი ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმება გაფორმდა მასთან ერთად მსჯავრდებულებთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან.

მათ 8-8 წელი ჰქონდათ მისჯილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 2 წელი პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარი ჯარიმა. მხეიძესა და ხაინდრავას კი - 100 000-ლარიანი ჯარიმა 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად.

პროკურორის განმარტებით, საპროცესოს პირობა იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა.

„აღიარებაც თუ არსებობს, ბრალდების და დაცვის მხარე, შესაძლოა შეთანხმდეს სასჯელზე და მათ შორის თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში პირობები დაკმაყოფილებული იყო და მხარეები შევთანხმდით როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა განისაზღრა საპროცესოს ერთ-ერთ პირობად“, - განაცხადა პროკურორმა "ტვ პირველთან".

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინათ 8 სექტემბერს. ამ საქმეზე პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს - ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამასთან, ბურჭულაძეს 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.პროკურატურის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ითანამშრომლეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics