|
2015-04-27 16:03:32, 682 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, თამარაშვილის 13 ნომერში
თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი მივიდა. გიორგობიანმა ხეების მოჭრის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად კომპანია "არქი ჯგუფს" დააკისრა და განაცხადა, რომ ხეების მოჭრის თაობაზე ნებართვა არსებობდა, თუმცა ის საკრებულოს მიერ გაცემული არ იყო. "ხეების მოჭრა არის შეჩერებული და ვიდრე არ იქნება აღნიშნული საკითხი განხილული საკრებულოში, მანამდე ეს პროცესი აღარ გაგრძელდება.თუ რაიმე დაშავებულია პასუხისმგებლობას აიღებს ის, ვინც დააშავა.ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი შეუძლია დააყენოს საკრებულომ და დედაქალაქის მერმა",-განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო, რამდენიმე მრავალწლიანი ხე მოჭრეს, 30-მდე ხის მოჭრა კი, იგეგმება. მოსახლეობა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს. ადგილობრივების მხარდასაჭერად იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იმყოფებოდა. ელისაშვილს თავდაპირველად ტერიტორიაზე, სადაც ხეები მოიჭრა, არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით, ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა და დავით ნარმანიამ თანამდებობები უნდა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე კომპანია "არქი ჯგუფი" პროექტ "გრინ სითის" ახორციელებს. თამარაშვილის 13 ნომერში ამ დროისთვის სიმშვიდეა.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)