20:35 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 02:33:21, 2474 ნახვა

კომენტარი
დავით ნარმანიას შეფასებით, ზურაბ ნეფარიძის დაკავება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია არ ფიქრობს, რომ დედაქალაქის საკრებულოს წევრის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ ნეფარიძე მაღალი პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩეოდა:

„არ იყო მაინცდამაინც ის გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით, არ მგონია, რამე მსგავსთან გვქონდეს საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის იმ შედეგებს, რომელიც დადგინდება. იყო საკრებულოს ჩვეულებრივი დეპუტატი, რომელიც მონაწილეობდა საკრებულოს საქმიანობაში“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოს წევრ ზურაბ ნეფარიძეს და მასთან მომუშავე ანა  მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ ნეფარიძეს გამოძიება თანამშრომლისგან ქრთამის აღებას ედავება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics