19:04 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 17:43:06, 368 ნახვა

სამართალი
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა. 

პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ დააკმაყოფილა.

პროკურორმა მიზეზად დაასახელა „პერსონალური მონაცემების დაცვისა“ და „ოჯახის პირადი უსაფრთხოების დაცვის“ მოტივები.

მან ასევე თქვა, რომ მაღალჩინოსნები უნდა გამოიკითხონ და მათ მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ შესაძლოა დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები.

„აუცილებელია, სხდომა სრულად დაიხუროს“, – დააზუსტა პროკურორმა ლეკიაშვილმა.

სხდომის დახურვას ეწინააღმდეგებოდა თავად ირაკლი ღარიბაშვილი.

"ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას, სხდომის დახურვას ვეწინააღმდეგები. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს". - თქვა პროცესზე ღარიბაშვილმა.

„დაცვის მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია“, - თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა. მან გაიხსენა, რომ მსგავსი შუამდგომლობა წინა სხდომაზეც დააყენა პროკურორმა, – რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა და შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა.

ადვოკატის თანახმადვე, თუკი არ არსებობდა ჯუანშერ ბურჭულაძის სხდომის დახურვის საფუძველი, არც ღარიბაშვილის საქმე არ უნდა დაიხუროს, რადგან ამ საქმეების თითქმის სრული მოცულობა იდენტურია.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics