20:18 - 02 Nov, 2026
|
2017-08-26 04:35:43, 2360 ნახვა
კომენტარი
იზორია: ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება
ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს. თავდაცვის მინისტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით. ლევან იზორიას განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება სხვადასხვა უწყებების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)