|
2017-08-26 01:34:50, 2299 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია და ახლა ცოცხალი ძალით მცირე კერების დამუშავება ხდება. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და ყველა გარემოება იქნება შესწავლილი. „ყველა კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალით. ჩვენ ადგილზე ვრჩებით და კოორდინირებულად, სრული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას. ადგილზე რჩება ავიაცია. ადგილზე რჩება ტექნიკა. დღეს, ძირითადად, ცოცხალი ძალით არის სამუშაო. მინდა ყველა სამსახურს დიდი მადლობა ვუთხრა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბოლო წუთამდე მეტყევეებისა და მეხანძრე-მაშველების გვერდით იდგა. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ყველა ადგილზე ვრჩებით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)