20:17 - 02 Nov, 2026
|
2017-08-25 08:34:29, 2463 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ყველა სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. "დღეს უკვე საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია. მიუხედავად ამისა, ყველა სამსახური, რომელიც აქ მობილიზებულია, განვაგრძობთ მუშაობას. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უკვე ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება", - აღნიშნა მღებრიშვილმა. რაც შეეხება გამოძიებას, შს მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარისგან გიორგი მღებრიშვილმა თავი შეიკავა. "ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს", - დასძინა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)