|
2017-08-24 01:30:49, 2557 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა- ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წუხანდელი ღამის განმავლობაში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა, რის შედეგადაც მოხდა აქტიური ცეცხლის კერების ჯანმრთელი ტყისგან გამიჯვნა: „წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ადგილზე მუშაობს 6 ვერტმფრენი და 1500 კაცი, ცოცხალი ძალა. „გასული არიან ყველა აქტიური ცეცხლის ზონაში. დღის განმავლოობაში გაგრძელდება იმ კერებზე როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით დამუშავება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.“,-ამბობს პრემიერი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)