|
2017-08-18 12:03:25, 2469 ნახვა
კომენტარი
სიგუა: საქმე აღძრულია არა Gem Fest -ის ორაგნიზატორების წინააღმდეგ, არამედ საქმე ქონების დაზიანებას ეხება
Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. როგორც სიგუამ ჟურნალისტებს უწყებაში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, საქმე აღძრულია არა Gem Fest -ის ორაგნიზატორების წინააღმდეგ, არამედ საქმე ქონების დაზიანებას ეხება, რომელთანაც არც მას და არც მის თანამშრომლებს კავშირი არ აქვთ. „როგორც ახლა ჩვენს ადვოკატთან ერთად გავარკვიეთ, საქმე აღძრულია არა ჩვენსა და“ჯემ ფესტის“ ან ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ვეღაცას ქონება დაუზიანდა, რომელშიც ჩვენ არავინ გვადანაშაულებს. ეს ყველაფერი ცოტათი გაუგებარია, ამიტომაც ჩამოვედი საქართველოში. უნდა გავარკვიო, ჩვენი ოფისიდან სრული დოკუმენტაცია რატომ ამოიღეს, კომპიუტერები რატომ წაიღეს, რას ეძებენ, რისი პოვნა უნდათ. არც ერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა პირდაპირ იმ არტისტებს გადაუხადეს, რომლებმაც „ჯემ ფესტზე“ დაუკრეს. დანარჩენს ჩვენ გადავუხადეთ“,- აღნიშნა სიგუამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)