|
2017-08-12 13:22:36, 2307 ნახვა
კომენტარი
პრემიერი „დიდგორობაზე“: ეს ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას "დიდგორობა" მიულოცა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღეა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დღე არის სიმბოლო ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების. „მინდა ყველას მივულოცო „დიდგორობა“. ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი, ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)