|
2017-08-11 14:55:01, 2428 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში შრომის გაკვეთილის დაბრუნებას ვაპირებთ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში შრომის გაკვეთილის დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შრომის გაკვეთილებს პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები ჩაატარებენ. ჯეჯელავას თქმით, ასევე სურთ, შრომის გაკვეთილები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ინსტრუმენტიც გახდეს: „თავიდან ამ სასწავლო წელს ეს იქნება პირველი მცდელობები, საპილოტე მცდელობები. გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ ყველა სკოლაში იყოს შრომის გაკვეთილი, სიტყვა შრომა ერქმევა თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვით ამას, თუმცა შინაარსობრივად ეს იქნება ხელით რაღაცების გაკეთება. ვაპირებთ, ეს საქმე დავავალოთ პროფესიულ კოლეჯებს. გვინდა, რომ პროფესიული კოლეჯები იყვნენ ამ შრომის გაკვეთილის განმახორციელებლები, და ვფიქრობთ, ეს იქნება პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ასევე ვფიქრობთ, ბავშვებისთვის იქნება ძალიან სახალისო. ბევრ ჩვენგანს, ვისაც ჰქონია საშუალება, შრომის გაკვეთილი ჰქონოდა, საკმაოდ დადებითი ემოციები აკავშირებს. რაც მთავარია, უნდა იყოს მრავალფეროვანი, ანუ, ძალიან ბევრი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ ბავშვებს. რეგიონებში ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც მათ შორის, რომ ის უნარები განივითარონ, რომელიც გამოადგებათ, ასევე ვაპირებთ, შრომის გაკვეთილები გავხადოთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ინსტრუმენტი და ვთქვათ, ოსტატმა, რომ ნახავს, რომ ბავშვს ძალიან კარგი ხელი აქვს და გამოსდის რაღაც ხელობა, მიიწვიოს თავისთან პროფესიულ კოლეჯში, რათა განათლება გააგრძელოს პროფესიულ კოლეჯში“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)