|
2017-08-10 13:09:06, 2170 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი: მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, ცარიელი მაკულატურაა და ამით არაფერი მტკიცდება
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის მტკიცებულებები რომელიც პროკურატურას გააჩნია „ცარიელი მაკულატურაა“. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა. "რა მტკიცებულებებიც არის საქმეში შემიძლია გითხრათ, რომ ის 10 ტომეული არის ცარიელი, სუფთა მაკულატურა და არაფერი მაგით არ მტკიცდება. ხოლო რაც შეეხება მოწმეების დაკითხვის პროცესს, მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა და არგუმენტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან გასული. ვერც ერთი ე.წ. თვითდაზარალებულის და ე.წ. ოქროს მოწმის ჩვენებითაც კი ვერ დასტურდება ის, რომ თითქოს დანაშაული მზადდებოდა. ეს იყო გარკვეული, პროვოცირებული ქმედება განხორციელებული მამა გიორგის წინააღმდეგ", - აღნიშნა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)