|
2017-08-10 10:59:41, 2380 ნახვა
საზოგადოება
გახარიას ინფორმაციით, აეროპორტებში პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრება
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აეროპორტებში შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა. კერძოდ, აეროპორტებში, სადაც მგზავრების როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ რეგისტრაციას საერთაშორისო სისტემა SITA ახდენს, რეისები შეფერხდა. მიზეზი ისაა, რომ გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რის გამოც მხოლოდ ფიზიკური რეგისტრაცია მიმდინარეობს. გახარიას ინფორმაციით, პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრება. ,,წუხელ გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს მგზავრების როგორც ფიზიკურ რეგისტრაციას, ისე ონლაინ რეგისტრაციას. როგორც ჩანს, არ არის პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში. სხვა აეროპორტებშიც არის პრობლემა და ჩვენ ვარკვევთ SITA-ს სათავო ოფისთან როდის მოგვარდება პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა აეროპორტში მგზავრების ფიზიკური რეგისტრაცია მიმდინარეობს და არა ონლაინ. ამ წუთებში რეისების შეფერხების საშუალო დრო არის 15-20 წუთი, არის რიგების პრობლემა, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დარეგისტრირდეს ონლაინ რეგისტრაციის არარსებობის გამო. თბილისისა და ბათუმის მმართველი კომპანია უახლოეს წუთებში გააკეთებს განცხადებას. უფრო კონკრეტული დეტალიზაციისთვის როდის აღმოიფხვრება პრობლემა, რამდენიმე საათში“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, პრემიერმა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილი გარკვეული შეფერხებების გამო რიგში ლოდინი უწევთ. „მიღებულია ზომები მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, თუმცა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭიროა ყურადღება. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ”,-აღნიშნა პრემიერმა.
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)