20:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 19:08:26, 288 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ბელგიასთან შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე უკრაინას სამი F-16 გამანადგურებელი გადაეცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ თავის X-ის გვერდზე დაწერა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამ თვითმფრინავებს დაჩქარებული წესით მიიღებს.

„ბელგიასთან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომ წლის ბოლომდე ჩვენთვის სამი F-16 გამანადგურებელი გადაეცეს. ჩვენ ამ თვითმფრინავებს დაჩქარებული წესით მივიღებთ“, - თქვა მან.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო F-16-ებისთვის საბრძოლო მასალის სასწრაფო მარაგი ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან.

„როდესაც რუსეთი ყოველდღიურად ესკალაციას ახდენს, აუცილებელია გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები საჰაერო სამიზნეების ჩამოსასხმელად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მადლობას ვუხდი ბელგიას, პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს და მთელ მთავრობას უკრაინის მხარდაჭერის გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის, რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ“, - დაასკვნა ზელენსკიმ.

ივნისში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა გამოაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გადაწყვიტა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტი გამანადგურებელი გადაეცა, ვიდრე ადრე იყო დაპირებული. მან განაცხადა, რომ ბელგია წელს შვიდ F-16-ს გადასცემს, რომელთაგან ოთხი სათადარიგო ნაწილებად იქნება გამოყენებული.

აპრილში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ ექვსი F-16 გამანადგურებლიდან პირველი, რომელიც ნორვეგიამ ოფიციალურად უკვე გადასცა უკრაინას და საზღვარგარეთ ყოვლისმომცველ მოვლა-პატრონობას გადიოდა, მალე მისიებისთვის მზად იქნება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics