|
2017-08-08 12:52:08, 2432 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ტაბლიაშვილი: მნიშვნელოვანია გადავლახოთ პერიოდი, როცა რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინია
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გადავლახოთ ის პერიოდი, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ირაკლი ტაბლიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ვერაფერს დავუპირისპირებთ გარდა ერთობისა და კონსოლიდაციისა. „მას შემდეგ რაც პუტინი აღარ იქნება მმართველი, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეიცვლება ან ნაკლებად აგრესიული იქნება. მანამდე ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვართ ერთიანები, სხვას პუტინის აფხაზეთში ჩასვლას ვერაფერს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლის ლიდერი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ცნობისთვის, რუსეთის პირველი პირი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)