13:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-06 16:30:24, 2262 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არასოდეს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით შესრულებული სპეციალური რეისით, დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


"მთელი საქართველოსთვის დიდი ტკივილია 26 წლის ვაჟკაცის მდინარი ბებიაშვილის დაკარგვა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს ქვეყანას. საქართველო არასოდეს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გაიმართა სამგლოვიარო პროცესია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებით. დღესვე ქართველი ჯარისკაცის ცხედარს ზესტაფონში, მის მშობლიურ სახლში გადაასვენებენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უმცროს სერჟანტს მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics