08:09 - 11 May, 2026
|
2017-08-04 16:41:12, 2921 ნახვა
სამართალი
GEM FEST-იდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ანაკლიაში, GEM FEST-ზე მყოფი ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა. იგი მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „გუშინ გოგონა იყო შემოყვანილი სუნთქვის და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. პირველადი დიაგნოზი დაისვა უცნობი ნივთიერებებით ინტოქსიკაცია. ძალიან მალე უკვე განვითარდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პროცესები. სამწუხაროდ ამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)