|
2017-08-03 11:53:19, 2342 ნახვა
სამართალი
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები - დ.კ. და ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.შ-მ და ი.ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ.შ.-მ და ი.ყ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ.შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ. თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს. დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცველებმა დ.კ 2016 წლის 3 ნოემბერს, ხოლო ა.ა. 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.კ. - ს ორი წლისა და სამი თვის ვადით, ხოლო ა.ა. - ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)