|
2017-08-02 11:21:38, 2518 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. თბილისის მერის თქმით, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენიმე დღეში. „ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია და აქვე გეტყვით, რომ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მიმდინარე კვირიდან, ჯივიპი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენმა თანამოქალაეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)