|
2015-04-23 17:13:31, 631 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძე ლექციას - „ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ გამართავს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და მასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის კონტექსტში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) იწყებს საჯარო ლექციათა ციკლის „საქართველოს ევროპული არჩევანი“. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლექციათა ციკლის ფარგლებში ცენტრი რეგულარულად გამართავს შეხვედრებს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. საჯარო ლექციებზე მოწვეული იქნებიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, ევროინტეგრაციის თემით დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პირველი გახსნითი შეხვედრა შედგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, თემაზე - „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“. შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს 12:00სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს შემდეგ მისამართზე: a.gergedava@css.ge +995 32 2 29 00 95, 599 74 12 90. ინფორმაციისთვის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) 2003 წელს „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად ფუნქციონირებს როგორც ერთ-ერთ წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი საქართველოში. CSS-ის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას, საერთაშორისო აკადემიური ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას, სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობას. ცენტრის ძირითად კვლევით მიმართულებებს წარმოადგენს: საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა, უმაღლესი განათლება და გამოყენებითი სოციალური კვლევა. ცენტრის დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილნი არიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების (Oxford, Cambridge, Westminster, Mount Holyoke, Montreal) პროფესორები და მკვლევარები. ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან. www.css.ge
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)