|
2017-07-25 19:31:33, 2529 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 28 ივლისს გაიმართება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, 10 ტომიდან 6 ტომი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა. გუბელაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მიიღებს ერთადერთ, ობიექტურ, სწორ გადაწყვეტილებას და დაადასტურებს, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე ანგარებით გეგმავდა და ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. „ამავე დროს, მამალაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. საპირისპიროს აცხადებს დაცვის მხარე. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებებიდან ახალი არაფერი გამოკვეთილა. რამიშვილი ამბობს, რომ თუ მოსამართლე ობიექტური იქნება, გიორგი მამალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. „წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით არა თუ დასტურდება დანაშაული, არამედ დასტურდება, რომ ბრალდება ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი პროცესი 28 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და ასევე, რამდენიმე მოწმის დაკითხვაც იგეგმება. ამ დროისთვის საერთო ჯამში ბრალდების მხარეს 100-ზე მეტი მოწმე ჰყავს დაკითხული.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)