|
2017-07-19 22:25:50, 1650 ნახვა
სპეციალური ანონსი
20 ივლისის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ გაიხსნება. 10:00 საათზე, პარტია ”ევროპული საქართველოს” ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. 11:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მედიას კვლევის - „Check in Georgia 2016“, პროექტის უცნობი დეტალები“ შედეგებს გააცნობს. 11:00 საათზე, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და პრესსპიკერს წარადგენს. 11:00 საათზე, სამშენებლო კომპანიებისგან ბინების შესყიდვის თემაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილეს მიულოცავს. 12:00 საათზე, თბილისის მერიაში (მე-20 სართული) გაიმართება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია - პროგრამის პრეზენტაცია. 12:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 13:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდება. 13:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან „თიბისი ბანკის“ უმაღლესი მენეჯმენტის და „ნიკორას“ წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და „თიბისი კაპიტალის“ დირექტორები. 13:30 საათზე, საპარლამეტო ფრაქციის „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატები: გიორგი ლომია, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე ბრიფინგს გამართავენ. 13:45 საათზე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ სემინარს „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გახსნიან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები პანკისის რეგიონიდან და თბილისიდან. 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) პრეზენტაცია.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)