18:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 14:26:32, 2596 ნახვა

ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მილიონი ევროთი დააფინანსებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს.

შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსური ხელშეკრულებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი განხორციელება შესაძლებლობას მოგვცემს, შემცირდეს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, აგრეთვე გაზრდის სატრანსპორტო უსაფრთხოებას, ვაჭრობას, ტურიზმსა და საერთაშორისო მიმოსვლას.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics