|
2017-07-12 11:59:25, 2012 ნახვა
საზოგადოება
ვანის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საქმიანობენ
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „ჭყვიშის“ საქმიანობა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას მოიცავს, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ისრითს“ გაშენებული აქვთ ჟოლოს ბაღი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. 2013 წლიდან, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი ლარით დააფინანსა 260 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორცილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები. დღეისათვის, სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)