02:42 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 02:05:07, 271 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.

ემირატების საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვირას, 27 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.

სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიღო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე მათი შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ადრე, Associated Press-მა, ნეთანიაჰუსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი შაბათ-კვირას არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერისთვის ეთხოვათ უარყო ინფორმაცია, რომ მან ნეთანიაჰუ 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

ადრე, Haaretz-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს ჰამასის გეგმების შესახებ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე აცნობა. გამოცემის ცნობით, ამ საუბრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია არ გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალების მაშინდელ შტაბის უფროსს, ჰერზი ჰალევის, ან სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics