|
2017-07-11 16:39:23, 2175 ნახვა
საზოგადოება
N11 დაწესებულებაში ქუჩის კალათბურთის მატჩი ჩატარდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის გამართულ ქუჩის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ. სპორტულ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი გიგა გაბელაია ესწრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს სერთიფიკატები და თასები გადასცეს. გარდა ამისა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ტელევიზორები, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთებიც გადასცა. სპორტული აქტივობები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ხორციელდება და მიზნად მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, დაწესებულებაში მსჯავრდებულებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ სპორტის მიმართ. „აქ საუცხოო პირობები აქვთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეულ ამ ბავშვს აქვს იმის შეგრძნება, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს გარკვეული პროფესიით, ცოდნით და უნარებით,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, არასრულწლოვნებთან მიმართებაში. მსგავსი ღონისძიებები დიდ სტიმულს აძლევს მათ, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა. ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)