|
2017-07-10 16:15:36, 2092 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების პროცესის თავისებურებები გააცნო და სავეგეტაციო პერიოდში გამოყენებული ფოთლიდან კვების სხვადასხვა საშუალებების ეფექტურობაზე ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, აგროტექნოლოგიური პროცესის უპირატესობის დადგენის მიზნით, მონაწილეთა მიერ საველე პირობებში ჩატარებულ იქნა საანალიზოდ აღებული ძნებისა და მცენარეების ლაბორატორიული დამუშავება. ვარიაციული სტატისტიკის (ანოვა) მეთოდით დამუშავების შედეგად, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული რეკომენდაციები გაუწიონ ფერმერებს ფოთლიდან მცენარეთა გამოკვების დახმარებით მოსავლიანობის გაზრდაში. გადამზადების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხედ განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)