|
2017-07-09 13:00:14, 2076 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ბუკიამ "საქართველოს მელიორაციაში" მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა
„საქართველოს მელიორაციაში“ მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე კომპანიის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც კომპანიის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე განაცხადა, კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვის გაზრდას და შედეგად, აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. მისივე თქმით, ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით, საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რწყვის პროცესს. შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მის ეფექტიანი მოხმარების საკითხები. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01 ანალოგიურ შეხვედრებს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ქვეყნის ყველა რეგიონში გამართავენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)