|
2017-07-07 18:06:57, 2011 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო „ფაბრიკაში“ ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პირველი მდივანი ჰელენა სანჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინატორი საქართველოში სოფი ჰიუეტ-გერიში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა პირები მონაწილეობდნენ. კონფერენციის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ, ვიზუალურ-ტექნიკური მაკეტების საშუალებით მუნიციპალური მართვის სისტემის ფუნქციონირებას, ასევე საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასა და საქმიანობას გასცნობოდნენ. ღონისძიება ჩატარდა პროექტ „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანი ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის საშუალებით მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობის ხელშეწყობაა. ელექტრონული სისტემის ძირითადი დანიშნულება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მასზე დაყრდნობით სტატისტიკური ანგარიშების მომზადება სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყების მონაცემთა ბაზებიდან, ინფორმაციის ელექტრონულად მოპოვებისა და დოკუმენტების ელექტრონული მართვის შესაძლებლობის შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში, დაზოგავს მუნიციპალიტეტის ადამიანურ რესურსს, თანამშრომელთა დროს და გააუმჯობესებს მოქალაქეების მომსახურების პროცესს. პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს, სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და კულტურულ - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გამართვას, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამულ უზრუნველყოფას. ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ფარგლებში სოფლებსა და დაბებში უკვე 45 საზოგადოებრივი ცენტრია გახსნილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)