|
2017-07-07 10:46:40, 2084 ნახვა
საზოგადოება
Batumi Music Fest-ის კონკურსი ახალგაზრდა პიანისტებისთვის
ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi Music Fest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელს, ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მიშელ სონიმ, შეიმუშავა საფორტეპიანო ხელოვნების სწრაფი დაუფლების ახალი სისტემა. მეთოდი შეიცავს პროგრესული განვითარების რამდენიმე ეტაპს ტექნიკისა და ბგერის დასახვეწად. სპეციალური სავარჯიშოები, ეფექტურად ახდენენ მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას და ზოგადად ხელს უწყობენ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლის პროცესს. მასტერკლასების გარდა, ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს ახალგაზრდა პიანისტების ერთდღიანი კონკურსი ჩატარდება. კონკურსის გამარჯვებულებს მიშელ სონის ფონდისგან „SOS Talents" ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი. კონკურსში მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. Batumi Music Fest-ს და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძებებს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა" მართავს. ფესტივალის მთავარი მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ - info@batumifest.ge. (R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)