|
2017-07-06 13:37:14, 1947 ნახვა
საზოგადოება
დევნილებს სახლების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების შევსება ელექტრონულად შეეძლებათ
დევნილებს სახლების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადების შევსება ცენტრალურ ოფისებში მიუსვლელად, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ელექტრონულად შეეძლებათ. აღნიშნულს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი მოდელი ითვალისწინებს, რომელიც დევნილების მომსახურების გაზრდის თვალსაზრისით შეიქმნა. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან 6 თვეში დევნილებს შეეძლებათ, ელექტრონულად თავად შეამოწმონ, როგორ მიმდინარეობს მათთვის სახლების გადაცემის პროცესი. „დღეს დავამტკიცეთ ახალი მოდელის შექმნა . უნდა შეიქმნას მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დევნილებს საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა რაიონში, სოფელში, ცენტრალურ ოფისებში მიუსვლელად შეავსონ განაცხადები სახლების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლებთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობით. უშუალოდ აქ შეეძლებათ შევსება. 40 000-მდე განაცხადი დღეს დევს მატერიალური ფორმით, ქაღალდებზე ერთმანეთზე დაწყობილი სამინისტროში. დევნილს თუ სურს, გაიგოს, რა მდგომარეობაშია მისი განაცხადი, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე, ან უნდა დაწეროს განცხადება, მოვიდეს, ამოიღონ არქივიდან ეს მასალები, ნახონ, მისცენ პასუხი. ამ პროგრამის დაწყებიდან 6 თვეში, დევნილებს შეეძლებათ თვითონ შეამოწმონ თავისი განაცხადები ელექტრონულად, სად არიან, რამდენი ქულა აქვთ, როდის აქვთ შანსი და ა.შ. მნიშვნელოვანი იქნება დევნილების მომსახურების გაზრდის თვალსაზრისით“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)