07:54 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 12:48:53, 2078 ნახვა

საზოგადოება
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხანძარია

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მყარი ნარჩენები იწვის.

მათივე ცნობით, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ მოსახლეობას რაიმე მატერიალური ზიანი მიადგეს.

ადგილზე  რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

„ეს არის ჰექტარ ნახევარი  ფართობი. იმის საფრთხე, რომ მოსახლეობას მიადგეს რაიმე მატერიალური ზიანი არ არსებობს. ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენი სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რამდენიმე საჯგუფი მუშაობს. ასევე ჩართული არის ტექნიკა, ტრაქტორებზეა საუბარი. ისინი ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას, მაგრამ ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ქარია და სამუშაოებს ხელს უშლის“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics