|
2017-07-04 11:51:27, 1898 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც კობახიძის მისალოც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთგულად უდგას გვერდში და ფასდაუდებელია მისი წვლილი. „ჩვენს ერთგულ მეგობარს და მოკავშირეს გულითადად ვულოცავ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი , რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე. უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად გვერდში უდგას საქართველოს, ფასდაუდებელია მისი წვლილი და ამაგი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხარდაჭერას ქართველი ერი დიდად აფასებს. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)