|
2017-07-03 14:52:02, 1791 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი
მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. საჯარო რეესტრის საზოჰგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აპლიკაციის გადმოტვირთვა App Store–დან და Play Market–იდან არის შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს უძრავი ქონების ამონაწერი, გაეცნოს მესაკუთრის ვინაობას, რეგისტრირებულ ფართობს და ამონაწერში ასახულ სხვა მონაცემებს, თვალი ადევნოს სარეგისტრაციო წარმოების სტატუსს და დაათვალიეროს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია. მობილური აპლიკაციით სასურველი უძრავი ქონების მოძებნა განცხადების ნომრით, პიროვნების/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებით, მისამართითა და საკადასტრო კოდით არის შესაძლებელი. ამასთანავე, GPS სენსორის მეშვეობით, 360°-ის რადიუსზე, სასურველი მიმართულებით მოწყობილობის მიტრიალებისას, აპლიკაცია ტერიტორიულად ახლომდებარე რეგისტრირებული უძრავი ქონების ჩამონათვალს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ობიექტებამდე დაშორების მანძილს აჩვენებს. გასათვალისწინებელია, რომ ძებნის ამ ფუნქციით სარგებლობისთვის GPS სისტემის გამართულად მუშაობაა საჭირო (შენობის შიგნით შესაძლოა მოწყობილობამ GPS კოორდინატები ვერ მიიღოს). მობილური აპლიკაცია უძრავ ქონებაზე 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინ სისტემაში გადამოწმების საშუალებასაც იძლევა. აპლიკაციით, ამონაწერთან ერთად, ბიტკოინ ტრანზაქციის იდენტიფიკატორისა და ბიტკოინის ჰეშის ნახვაც არის შესაძლებელი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დისტანციური მომსახურების განვითარება საჯარო რეესტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „დღეს მობილურ აპლიკაციებს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს, ჩვენც ვვარაუდობთ, რომ საჯარო რეესტრის მობილურ აპლიკაციას, რომელიც მუდმივად შეივსება ახალ-ახალი სერვისებით, ბევრი მომხმარებელი ეყოლება“,-განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. NAPR აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციას უახლოეს მომავალში უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების, რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის შესწორებისა და საკადასტრო გეგმის მომზადების ფუნქციები დაემატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)