06:24 - 29 Sep, 2026
|
2017-07-03 12:29:25, 2615 ნახვა
საზოგადოება
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 15 აგვისტოს შევა. ამასთან, კობახიძის განმარტებით, პირველ აგვისტომდე მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი უნდა მოამზადოს, რომელიც დეციბელების დასაშვებ ზღვარს დაადგენს. როგორც თედო კობახიძემ აღნიშნა, კანონდარღვევა ხმაურმზომით განისაზღვრება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები დაჯარიმდებიან. მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი, პოლიციელთა გადამზადებაზე კი პოლიციის აკადემია იზრუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)