|
2017-07-03 11:45:33, 2059 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი: ხანძარსაწინააღმდეგო წესები დაცული გვქონდა
ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის გოჩა ხეცურიანის განცხადებით, ხანძრის შედეგად 12-მდე მაღაზია დაიწვა. ხეცურიანის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე შევა, რის შემდეგაც ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა დაიწყება. "ზუსტად რამდენი კვადრატი და რამდენი მაღაზიაა დამწვარი გავარკვევთ, ადგილზე ამ მიზნით შევდივართ. ხანძრის გამომწვევ მიზნებს კი სპეციალისტები დაადგენენ. ტერიტორია დაცული იყო და ადმინისტრაციას ხანძარსაწინააღმდეგო წესები კანონმდებლობის შესაბამისად დაცული გვქონდა. დენი 20:00 საათზე დაცვის სამსახურთან შეთანხმებით ითიშება. იმ ეტაპზე გათიშული იყო თუ არა, საქმის კურსში არ ვარ. მე დავიკითხე როგორც დირექტორი და დაკითხვა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ინფორმაცია მივაწოდე, რამდენი კვადრატია, ვის ეკუთვნოდა, ბაზრობა რომელ საათზე იღება და იკეტება. ზარალის ზუსტი ოდენობა მეცოდინება, თუ სპეციალისტები შესვლის დროს დათვლის საშუალებას მომცემენ. საქონელი რამდენ ადამიანს ჰქონდა ვერ გეტყვით, ყველასთან შეხვედრა ვერ მოვასწარი. რამდენიმე მაღაზიის მფლობელს როგორც ვიცი ჰქონდა დაზღვევა. თავად ჩვენი შენობაც დაზღვეული იყო", - განაცხადა გოჩა ხეცურიანმა. შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)