|
2017-07-02 15:44:48, 1928 ნახვა
საზოგადოება
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 4 ივლისის ჩათვლით ორ სესიად ჩატარდება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია; 13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა; 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია; 19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია; 25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება; 26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. რაც შეეხება, საერთო სამაგისტრო პროგრამას გამოცდას, ის 20 ივლისიდან შემდეგი განრიგით დაიწყება. 20 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A); 21 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A); 24 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B); 25 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B); 26 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C); 27 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)